LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი სენატორები ტედროს ადანომ გებრეისუსს გადადგომისკენ მოუწოდებენ

4532
447

ამერიკელი სენატორები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს, თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

სენატორების აღშფოთება ორგანიზაციის მიმართ გავრცელებული ბრალდებები გახდა, რომლის თანახმადაც, ისინი ჩინეთს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვაში ფარულად ეხმარებიან.

ვინ არის ტედროს ადანომ გებრეისუსი, რომელიც მსოფლიოს „ისტერიული განცხადებებით ამარაგებს“

ადამიანი, რომელსაც მსოფლიოს ჯანმრთელობა აბარია, საკუთარი ოჯახი არ ჰყავს.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უნდა შეწყვიტოს ინფორმაციის დამალვა. ვფიქრობ, ბატონმა ტედროსმა უნდა დატოვოს თანამდებობა და ჩვენც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა საჭირო ზომა უნდა მივიღოთ.

ეს უბრალოდ უპასუხისმგებლობაა, წარმოუდგენელია, რაც მათ ჩაიდინეს, როცა უამრავი ადამიანი იღუპება მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა  სენატორმა მართა მაქსალმა Fox Business-თან ინტერვიუში.

 

Martha McSally's 'Hack' Comment: Journalists See Some Great ...

 

მისივე თქმით, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩინეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ქვეყნის შიდა ინფიცირების დონის მკვეთრ შემცირებასთან დაკავშირებით.

მართა მაქსალი რიგით უკვე მეორე სენატორია, რომელმაც WHO-ს გენერალურ დირექტორს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა. მიმდინარე კვირაში სენატორმა რიკ სკოტმა ჩინეთისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიმართ ამავე ბრალდებას გაუსვა ხაზი.

 

Commersant.ge | ვინ და როგორ იშოვა ...

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სპიკერი ტარიკ ჯაშარევიჩი პირდაპირ არ ეხმაურება სენატორების მოთხოვნას, თუმცა აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის წევრებს დროული და ზუსტი ინფორმაცია მიეწოდებოდათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g