ამერიკელი ასტრონავტი სკოტ კელი რუსულ აგრესიას აპროტესტებს. ის დიმიტრი მედვედევს იმ მედალს უბრუნებს, რომელიც „კოსმოსის შესწავლის დამსახურებებისთვის“ მიიღო. შესაბამის განცხადებას და მედვედევთან ერთად გადაღებულ ფოტოს, მედლის გადაცემისას, ის „ტვიტერზე“ აქვეყნებს.
„ბატონო მედვედევო, გიბრუნებთ რუსულ მედალს, რომელიც კოსმოსის შესწავლაში გაწეული დამსახურებებისთვის მომანიჭეთ. გადაეცით ის რუს დედას, ვისი შვილიც უსამართლო ომში დაიღუპა. მედალს გიგზავნით ფოსტით ვაშინგტონში მდებარე რუსეთის საელჩოში. წარმატებები!..“
Господин Медведев, я возвращаю Вам российскую медаль “За заслуги в освоении космоса», которую вы мне вручили. Пожалуйста, отдайте его русской матери, чей сын погиб в этой несправедливой войне. Я отправлю медаль по почте в посольство России в Вашингтоне. Удачи. https://t.co/n8jMTX34pW pic.twitter.com/qpI1YNKps3
— Scott Kelly (@StationCDRKelly) March 9, 2022
