LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელმა ბიჭმა სახურავზე მოცეკვავე გოგონა დაინახა და დისტანციურ პაემანზე დაპატიჟა

197
distancedate

უკანასკნელი რამდენიმე კვირა საყოველთაო კარანტინია და ყველაზე რთულად ამ შეზღუდვებს ალბათ მარტოხელა ადამიანები უმკლავდებიან. ამერიკელმა ბიჭმა კი პრობლემის მოგვარების გზას მიაგნო.

ჯერემი გოჰენმა მეზობელი შენობის სახურავზე მოცეკვავე გოგონა შეამჩნია და ხელიც დაუქნია. შესაბამისი პასუხის მიღების შემდეგ, ამერიკელს ბევრი არ უფიქრია და უცნობს დრონი გაუგზავნა, რომელსაც თან თავისი ნომერი გააყოლა. ყველაზე რომანტიკული ისტორი სწორედ ასე დაიწყო.

უცნობისგან მესიჯი დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მოვიდა. „გამარჯობა, მე გოგო ვარ სახურავიდან !“

ჯერემის ბევრი არ უფიქრია და გოგონა მეორე დღესვე პაემანზე დაპატიჟა. კარანტინის პირობებში რაიმეს ორგანიზება მარტივი არ იყო, თუმცა წყვილმა ეს შეძლო, ისინი თავიანთ სახურავებზე ავიდნენ და პაემანმა სოციალური დისტანციის ყველა წესის დაცვით ჩაიარა. კომუნიკაციას კი ისინი ტელეფონით ახერხებდნენ.

წყვილს ერთმანეთი ძალიან მოეწონა და ურთიერთობის გაგრძელებას ისინი მომავალშიც გეგმავენ. როგორც ჯერემი ამბობს, ჯერ–ჯერობით დისტანციური ურთიერთობა ექნებათ და როცა ყველაფერი ჩაივლის ერთმანეთს ახლოდანაც გაიცნობენ.

მანამდე კი ამ ისტორიით მთელი მსოფლიო მოიხიბლა და წყვილს ბევრი გულშემატკივარიც ყავს.

 

View this post on Instagram

 

Quarantine Cutie, part 2. Her name is Tori (@toricigs) and she’s cute and kind ?

A post shared by JEREMY COHEN (@jermcohen) on

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g