LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე ჩხაიძე: შეიძლება მივიღოთ შემთხვევების მატება, მაგრამ ეს არ იქნება იმდენად მნიშვნელოვანი, რომ დადგეს კარანტინის ან ჩაკეტვების აუცილებლობა

349
BeFunky-collage (8)

„ჯანმო და არც ამერიკის დაავადებათა კონტროლი არ განიხილავს დღევანდელ მდგომარეობას როგორც უახლოეს მომავალში კარანტინის, ჩაკეტვების ან მნიშვნელოვანი მატების წინაპირობად”, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ “ფორტუნას” ეთერში განაცხადა.

რატომ გაიზარდა 5-ჯერ კოვიდის შემთხვევები საქართველოში, რა არის ცნობილი ომიკრონის ახალ შტამებზე და როგორი მიმდინარეობა ახასიათებს

მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 5-ჯერ არის გაზრდილი, გარკვეული რეგულაციების ამოქმედების საჭიროება არ არსებობს, თუმცა, თუკი მატების ეს ტემპი შენარჩუნდა, ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ თავად ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე. კერძოდ, დახურულ სივრცეში გაიკეთონ პირბადე და ჩაიტარონ „ბუსტერ“ დოზა.

“ჩვენ შეიძლება მივიღოთ შემთხვევების მატება, მაგრამ ეს არ იქნება იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ამის უკან დადგეს კარანტინის ან ჩაკეტვების ან სხვა შემზღუდავი ღონისძიების აუცილებლობა. რა თქმა უნდა, დღევანდელი მდგომარეობა საყურადღებოა, სჭირდება მონიტორინგი და შეფასება, მაგრამ ამ ციფრების უკან არ დგას კარანტინის აუცილებლობა.

ერთი რეკომენდაცია რაც შეიძლება გვქონდეს, სახელმწიფო უახლოეს დღეებში არ გამოაცხადებს ნიღბის ტარების აუცილებლობას, მაგრამ პირადი სიფრთხილე იქნება ალბათ, მიზანშეწონილი.

გაიკეთეთ ნიღაბი დახურულ სივრცეში და ვაქცინაცია კიდევ და კიდევ. ვისაც ორი დოზა გაქვთ გაკეთებული, მიმართეთ ვაქცინაციის კაბინეტს, ვინაიდან დამატებითი მესამე დოზა, პრაქტიკულად, არის 100%-იანი გარანტია მძიმე შემთხვევების, საავადმყოფოში მოხვედრისა და მდგომარეობის გართულებისგან.

ხოლო ვისაც აქვს „ბუსტერ“ დოზა გაკეთებული, გამოიყენონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია, თუ 50 წელს გადაცილებული ბრძანდებით და მესამე დოზიდან გასულია 4 თვეზე მეტი, აუცილებლად გაიკეთეთ მეოთხე დოზა”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.

რაც შეეხება თავად ვირუსის მიმდინარეობის სიმძიმეს, ივანე ჩხაიძე “ფორტუნას” განუცხადა, რომ „ომიკრონის“ ახალი ქვე-შტამი BA.5, რომელიც საქართველოში ნელ-ნელა ანაცვლებს „ომიკრონის“ წინამორბედ ქვე-შტამებს, BA.1-სა და BA.2-ს, მართალია უფრო სწრაფი გავრცელებით ხასიათდება, თუმცა, მისი მიმდინარეობა არ არის მძიმე.

იხილეთ ვრცლად:

„ომიკრონის“ ახალი ქვე-შტამი ჯანმრთელ ადამიანს 1-წუთიანი კონტაქტითაც შეიძლება გადაედოს – კოვიდ შემთხვევების ზრდის 3 ფაქტორი და ახალი ვარიანტის მიმდინარეობა ზრდასრულებსა და ბავშვებში

 

პოპულალურები