LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელმა ინვესტორებმა ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად ნახევარმილიონიანი ფონდი შექმნეს

102
kep1

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და TECH Friends of Georgia- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისა და საქართველოსა და კალიფორნიის სტარტაპ ეკოსისტემებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მხარეები თანხმდებიან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით გაუწიონ ორგანიზება სხვადასხვა აქტივობებს, რაც ქართული სტარტაპებისთვის ხელმისაწვდომს გახდის საჭირო რესურსებსა და ფინანსებზე წვდომას, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, სპეციალური შერჩევის პრინციპით, გამოავლენს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპებს, რომლებშიც TECH Friends of Georgia განახორციელებს 500,000 აშშ დოლარის ინვესტირებას.

მემორანდუმს ხელი მოეწერა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ავთანდილ კასრაძის და TECH Friends of Georgia-ს მმართველი პარტნიორების Isaac Applbaum-ის, Ori Sasson-ის, Marc Abramowitz-ის და Ted Tussing-ის მიერ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g