ამერიკელმა მამაკაცმა Fiat-ს ძალიან ბევრი პლასტმასის კონტეინერი მოპარა. 51 წლის ორშან ჰოლმა, რომელიც კომპანიაში სატვირთოს მძღოლად მუშაობდა ქურდობა 2012 წლის გაზაფხულზე დაიწყო და 10 თვის განმავლობაში კონცერნს 2 მილიონის ზარალი მიაყენა. მამაკაცი ნაქურდალს დაბალ ფასში ყიდდა და 460 ათასი დოლარი გამოიმუშავა. ამ ფულით მან ახალი სახლი აიშენა და კარგად დასვენებაც მოასწრო. ხოლო, თუ როგორ აღმოაჩინეს მისი ქურდობა, ამას კომპანიაში არ აზუსტებენ.
აღსანიშნავია, რომ ორშანს ჩადენილი დანაშაულისთვის 20 წლიანი პატიმრობა ემუქრება.