LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელმა მეხანძრემ თავისივე გადარჩენილი პატარა გოგონა იშვილა

125

ამერიკელმა მეხანძრემ თავისივე გადარჩენილი პატარა გოგონა იშვილა. გულისამაჩუყებელი შემთხვევა სამხრეთ კაროლინას შტატში მოხდა. მარკ ჰადენი და მისი კოლეგები მორიგ გამოძახებაზე გავიდნენ, მათი დახმარება ორსულ ქალბს სჭირდებოდა. სასწრაფო დახმარებამ მისვლა ვერ მოასწრო, ამიტომ მარკმა ქალი თავად ამშობიარა და პატარა გრეისს ამქვეყნად მოვლინებაში დაეხმარა.

მეორე დღეს კი მეხანძრემ და მისმა მეუღლემ გაიგეს, რომ პატარა გოგონა დედამ მიატოვა და სოციალური სამსახური მის გაშვილებას გეგმავდა. წყვილს ბევრი არ უფიქრია და 2 ვაჟის მშობლებმა პატარა გოგონას შვილად აყვანა გადაწყვიტეს.

ზუსტად 2 დღის შემდეგ, ჰადენების ოთხსულიან ოჯახს მეხუთე წევრი დაემატა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g