LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა მახალდიანის მეუღლე უკრაინაში წასვლას აპირებს: „ვცდილობ, უკრაინელი დაობლებული ბავშვის აყვანას, მაგრამ ჯერ ვერ ვახერხებ…“

133
tika

თიკა მახალდიანი ჟურნალ „სარკესთან“ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ საუბრობს. მომღერალი ამბობს, რომ მას დაობლებული უკრაინელი ბავშვის შვილად აიყვანა სურს:

„როცა ომია და ხედავ ამდენ უბედურებას, გიჩნდება სურვილი, რომ რაღაცით დაეხმარო ამ ადამიანებს და დაობლებულ ბავშვებს ყოფა შეუმსუბუქო. როგორც გავარკვიე, უკრაინის კანონმდებლობით არ შეიძლება სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის ბავშვის აყვანა. მაინც ვცდილობ, ყველა საშუალებით გავარკვიო, არის თუ არა რაიმე შანსი. მეგობრები მიგდებენ სპეციალურ გვერდებს, ვრეკავ, მაგრამ ვერ მივიღე ზუსტი ინფორმაცია, რამდენად შესაძლებელია უკრაინელი ობოლი ბავშვების შვილად აყვანა. ან არ მპასუხობენ, ან ინფორმაცია არ აქვთ. ყოველ შემთხვევაში, თუ იქნება ამის რეალური შესაძლებლობა, მე მზად ვარ…“

მომღერალი ასევე დასძენს, რომ მის მეუღლეს სურს, უკრაინაში მოხალისედ წავიდეს:

„ჩემს მეუღლეს ძალიან უნდა ომში წასვლა და, როგორც ყოფილმა პოლიციელმა, გააკეთა განაცხადი, ჩაეწერა უკრაინის ომში დასახმარებლად წამსვლელთა სიაში. თან მინდა, წავიდეს და თავისი ვაჟკაცური სულისკვეთება გამოხატოს, თან მეშინია. ჩემზე არ არის დამოკიდებული, თვითონ იმდენად უნდა, რომ არ აქვს აზრი შეწინააღმდეგებას…“

ჩემი ცხოვრების მთავარი გადაწყვეტილება მივიღე, უკრაინაში ჩავალ და ომის დროს დაობლებული ბავშვის ან ბავშვების დედა გავხდები – მაია ასათიანი

ვიდეო: ნინი შერმადინი – “ვიშვილებ 5 ბავშვს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე მათ აშშ-ში წავიყვან, გავზრდი, მივცემ განათლებას”

ბაია პატარაია: „დაობლებულ უკრაინელ ბავშვებს ვერ იშვილებთ…“

პოპულალურები