უკრაინას და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას მთელი მსოფლიოდან შოუბიზნესის არაერთი წარმომადგენელი უცხადებს, მათ შორის გამონაკლისი არ არის ნინი შერმადინი.
აშშ-ში მოღვაწე ქართველი მომღერალი აცხადებს, რომ იშვილებს 5 ბავშვს, რომელსაც საცხოვრებლით და პირობებით უზრუნველყოფს.
„ჩემს „ფეისბუქ“ გვერდზე დავპოსტე და ვთქვი, რომ ვიშვილებდი 5 ბავშვს.
არ აქვს მნიშვნელობა უკრაინელია, ქართველია, რუსია თუ ა.შ,
არ აქვს მნიშვნელობა ასაკს და მის უნარებს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე მათ აშშ-ში წავიყვან, მივცემ განათლებას, გავზრდი, როგორც იქნება დავეტევით.
5 ბავშვს იმიტომ ვამბობ, რომ ჩემი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე 5, ბავშვს შემიძლია გავუწიო უზრუნველყოფა…
იქნებ რამენაირად დამიკავშირდეს ვინმე წარმომადგენელი, პოლონეთში ჩავალ რომ ბავშვები წამოვიყვანო,“-აცხადებს ნინი შერმადინი.