LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი ცხოვრების მთავარი გადაწყვეტილება მივიღე, უკრაინაში ჩავალ და ომის დროს დაობლებული ბავშვის ან ბავშვების დედა გავხდები – მაია ასათიანი

4708
249438014-0-125-1000-691-1920x0-80-0-0-bf06aa13ec6f9b9b6b9bdfc3755002e1

ტელეწამყვანი მაია ასათიანი წერს, რომ 3 მარტი მისთვის ყველაზე მძიმე დღეა. თუმცა, სწორედ დღეს მიიღო მისი ცხოვრების მთავარი გადაწყვეტილება.

„ბოლო ხუთი წელია, ეს დღე ყველაზე მძიმე დღეა ჩემთვის, როცა დედის დღეს მილოცავენ…

თუმცა ჩემი ცხოვრების მთავარი გადაწყვეტილება, სწორედ დღეს მივიღე.

როგორც კი შესაძლებელი გახდება უკრაინაში ჩავალ და ომის დროს დაობლებული ბავშვის ან ბავშვების დედა გავხდები“. – დაწერა სოციალურ ქსელში მაია ასათიანმა.

მაია ასათიანს, ხუთი წლის წინ შვილი, ნუცა გარდაეცვალა.

ვიდეო: რა გინდა? რატო იბრძვი? დავდგე თავი წავიკრა ​და ის მოგიყვეთ, რომ ხვალ ჩემი შვილის წლისთავია და ვცდილობ ამ თარიღს გავექცე? – რა მისწერეს მაია ასათიანს სოციალურ ქსელში

ზუსტად 5 წლის წინ , ამ დროს ჩემი შვილი კვდებოდა… მე ჯერ არაფერი ვიცოდი და აჟიტირებული ვგეგმავდი გადაცემას – მაია ასათიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები