LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელს „ტესლას“ პარავდნენ, მან კი ქურდი ავტომობილში დისტანციურად ჩაკეტა

81
2020-Tesla-Model-3-01

Tesla Model 3–ის პოტენციურმა ქურდმა თავისი მცდელობა წარუმატებლად დაასრულა.

შემთხვევა კალიფორნიის შტატში, ქალაქ ბარსტოუში მოხდა. „ტესლას“ მფლობელი სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე იყო გაჩერებული, როდესაც მას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და ავტომობილის დატოვება მუქარით აიძულა.

ავტომფლობელი გამტაცებელს არ შეწინააღმდეგებია, მანქანიდან გადავიდა და იქვე დადგა. ახალგაზრდა მამაკაცი ელექტროქარში ჩაჯდა, თუმცა მისი ადგილიდან დაძვრა ვერ შეძლო. საქმე ისაა, რომ მანქანის პატრონმა სმარტფონის გამოყენებით ელექტროძრავი დისტანციურად გამორთო და უფრო მეტიც, გამტაცებელი მანქანაში ჩაკეტა.

ამის შემდეგ მან პოლიცია გამოიძახა და მათ მოსვლას მშვიდად დაელოდა. როგორც ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს, გამტაცებელი 21 წლის ჩარლი სმიტი იყო და მას ბრალი ავტომობილის გატაცების მცდელობისთვის წაუყენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g