ამერიკის მიერ სანქცირებულთა სიაში პუტინის ქალიშვილებიც მოხვდნენ. სანქცირებულ პირთა შორის არიან ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ცოლი და შვილი.
სანქციების ახალი ტალღის მიზანი რუსეთსა და პუტინზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდაა, რომელიც უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის ფოტოების გავრცელებას მოჰყვა.