ამერიკის ახალი პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა. მას კვალდაკვალ მიჰყვა არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, რომელმაც მაგალითი მისცა მილიონობით ამერიკელს. ინტერნეტში მოხვდა კადრები, როგორ ამხნევებს ჯილ ბაიდენი მეუღლეს ვაქცინაციის დროს. ამერიკის პირველი ლედი შოკოლადისფერ პიჯაკშია გამოწყობილი, რომელიც ამავე ფერის შარვალთან აქვს შეხამებული.
69 წლის პირველი ლედის სტილს ხშირად ბრიჯიტ მაკრონის ჩაცმის სტილთან აიგივებენ. მელანია ტრამპისგან განსხვავებით, ჯილ ბაიდენის უფრო აკადემიურ სამოსს ანიჭებს უპირატესობას. ამჯერად მისი არჩევანი მკაცრი შოკოლადისფერი ორეულია, რომელიც გემოვნებითაა შეხამებული ამავე ფერის ხავერდის ფეხსაცმელთან.