ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი და დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, კამალა ჰარისი, კონგრესში უჩვეულო ლუქით გამოჩნდა. კამალა ჰარისი ბრწყინავდა Phoenix Awards-ის ცერემონიაზე, რომელიც სწორედ კონგრესის ინიცირებით ჩატარდა.
ამ დღეს კამალა ჰარისმა გაგვაოცა თავისი ლუქით. ის პირველად ვიხილეთ საღამოს მბზინავ კაბაში. ამჯერად ვიცე-პრეზიდენტმა აქცენტი LaQuan Smith-ის კაბაზე გააკეთა და ანსამბლს მინიმალისტური მაკიაჟი შეუხამა.
კამალა ჰარისი მართლაც შეუდარებელი იყო, ის ჯო ბაიდენმა წარადგინა და მოგვიანებით ჰარისი სიტყვითაც გამოვიდა.