LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამერიკის ვარსკვლავი” 26 თებერვალს abc-ის ეთერში იქნება და შეგიძლიათ მიყუროთ” – ნუცა ბუზალაძე

706
BeFunky-collage - 2023-02-25T212635.815

მომღერალი ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავის” მონაწილეა.

როგორც ცნობილი ხდება, გადაცემის პრემიერა abc-ის ეთერში ხვალ შედგება.

„ამერიკის ვარსკვლავი” 26 თებერვალს abc-ის ეთერში იქნება და შეგიძლიათ მიყუროთ”, – წერს ნუცა ბუზალაძე.

fortuna.ge ნუცას აშშ-ში დაუკავშირდა, სადაც ის კონკურსისთვის იმყოფება და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

აღსანიშნავია, რომ ნუცას ყველაფერზე საუბრის უფლება არ აქვს, სანამ ეპიზოდი ეთერში არ გავა.

როგორ აღმოჩნდი „ამერიკის ვარსკვლავის“ კასტინგზე?

ნუცა ბუზალაძე:

უკვე 8 წელია, რაც ამ პროექტში მოხვედრა მინდა, თუმცა ძალიან რთული გზა გავიარე. შეუძლებელიც კი იყო ჩემთვის, იმდენჯერ ვცადე, მაგრამ არ ვნებდებოდი. ბოლო ცდაზე გამოვიდა. საოცარი შეგრძნება მქონდა, დაუვიწყარი ემოციები იყო ჩემთვის. ჟიურის წევრები არიან ლეგენდები, განსაკუთრებით ლაიონელ რიჩი. ვერ ვიჯერებდი, რომ მათ წინაშე უნდა მემღერა. რომ ჩადიხარ და ნახულობ, რამდენი ადამიანი მუშაობს პროექტზე, როგორ მუშაობენ და რა ხარისხით, ეს ცალკე გამოცდილებაა.

ვრცლად ინტერვიუ იხილეთ ბმულზე:

ექსკლუზიური ინტერვიუ ნუცა ბუზალაძესთან „ამერიკის ვარსკვლავის“ შესახებ: „მივედი მათთან, ვისაც „ღმერთებს“ ეძახიან… ისეთ შოკში ვიყავი სიმღერისას, არაფერი მახსოვს…“

 

View this post on Instagram

 

A post shared by Nutsa Buzaladze (@nutsabuza)

„უყურეთ „ამერიკის ვარსკვლავის“ პრემიერას?..“ – ნუცა ბუზალაძე კულისებიდან ახალ კადრებს გვიზიარებს

ვიდეო: ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავის“ ჟიურის წინაშე: „საიდან ხარ? საქართველოდან…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g