LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მეუღლე, უშა ვანსი და ბრიჯიტ მაკრონი პასტელურ ფერებში – ოფიციალური შეხვედრა ელისეს სასახლეში

462
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მეუღლე უშა ვანსი Faviurite Daughter-ის ისამნისფერ კაბაში ბრწყინავდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ელისეს სასახლეში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვანსს შეხვდა. ოფიციალურმა პირებმა მომავალი თანამშრომლობის სტრატეგიები განიხილეს, ოფიციალურ სადილს ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტის მეუღლე უშა ვანსი და ასევე საფრანგეთის პირველი ლედი, ბრიჯიტ მაკრონი. ამ დღეს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მეუღლემ არჩევანი გააკეთა კალიფორნიული ბრენდის Faviurite Daughter-ის ულამაზეს ცისფერ კაბაზე. ეს გახლდათ გრძელი კლასიკური კაბა მინიმალური დეტალებითა და ასიმეტრიული ჭრილით.

ბრენდი Faviurite Daughter 2020 წელს შეიქმნა დების, ერინ და სარა ფოსტერების მიერ და ის ორიენტირებულია როგორც ყოველდღიური, ასევე კლასიკური სამოსის შექმნაზე. უშა ვანსიმ უკვე მიიქცია მედიის ყურადღება თავისი ჩაცმის სტილით, გასულ თვეს ის Retrofête-სა და „ოსკარ დე ლა რენტას“ კაბებში ვიხილეთ. რაც ეხება ბრიჯიტ მაკრონს, ის ცისფერ პალტოში იყო გამოწყობილი.

ჟაკლინ კენედის შვილიშვილმა ამერიკის ახალი ვიცე-პრეზიდენტის ცოლი ბებიას შეადარა

71 წლის ბრიჯიტ მაკრონი, ლუვრში გამართულ წვეულებაზე, „ლუი ვიტონის“ თეთრ ორეულში ბრწყინავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g