LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟაკლინ კენედის შვილიშვილმა ამერიკის ახალი ვიცე-პრეზიდნეტის ცოლი ბებიას შეადარა

1122
page

ლეგენდარული ჟაკლინ კენედის შვილიშვილი სოციალურ ქსელში მკაცრად გააკრიტიკეს მას შემდეგ, რაც მან პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გამომწერებს ჯეკი კენედისა და ამერიკის ახალი ვიცე-პრეზიდენტის მეუღლის შედარება სთხოვა.

„სიმართლეა თუ არა, რომ უშა ვანსი უფრო სექსუალურია, ვიდრე ჯეკი?“, – დაწერა 32 წლის ჯეკ შლოსბერგმა და ინაუგურაციიდან კადრები გამოაქვეყნა. ამ პოსტს სოციალურ ქსელში უდიდესი აგრესია მოჰყვა.

ერთი მხრივ, შლოსბერგი ბებიის იმიჯის შელახვაში დაადანაშაულეს, მეორეს მხრივ კი, ახალი ვიცე-პრეზიდენტის მეუღლის დაკნინებაში, რომელსაც ინდური წარმოშობა აქვს.

საინტერესოა, რომ ჯეკ შლოსბერგი ედვარდ შლოსბერგისა და კეროლაინ კენედის უმცროსი ვაჟია. ის „ვოგის“ პოლიტიკური მიმომხილველია. შეგახსენებთ, რომ უშა ვანსი ინაუგურაციაზე ბრწყინავდა „ოსკარ დე ლა რენტას“ ულამაზეს ვარდისფერ პალტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები