LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამერიკის წამლის სააგენტომ ამწუთას დაუშვა…“ – უახლესი ინფორმაცია, რომელსაც გიორგი ფხაკაძე ავრცელებს

397
გიორგი-ფხაკაძე131

ფაიზერის ბუსტერის გამოყენება 5-11 წლამდე ასაკის ბავშვებში მე-2 დოზიდან 5 თვეში დაუშვეს – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ამერიკის წამლის სააგენტომ ამწუთას დაუშვა ფაიზერის ბუსტერის გამოყენება მე-2 დოზიდან 5 თვეში 5-11 წლამდე ასაკის ბავშვებში. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ფაიზერის 2 დოზა საკმარისი არ არის ომიკრონის წინააღმდეგ. დელტას დროს ბავშვების ვაქცინაციის ეფექტი იყო 68%-მდე და ომიკრონის შემოსვლის შემდეგ ეფექტურობა დავარდა 11-12%-მდე. მიზეზი: 1.ვაქცინის დაბალი დოზები ბავშვებში; 2 ბუსტერის ავტორიზაციის არარსებობა ბავშვებში.

საქართველოში კი ჯერ იქნებ 60 წელს გადაცილებულები მაინც ავცრათ ბუსტერებით…“, – წერს ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები