LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკული Nissan X-Trail უფრო მძლავრი და ეკონომიური გახდა

61
nisanxtrail

ამერიკული Nissan X-trail-ის ანალოგი Rogue განახლდა და ძრავის ცვლილების ხარჯზე უფრო ეკონომიური გახდა. საწვავის მოხმარების საშუალო მაჩვენებელი 7,8 ლიტრიდან 7 ლიტრამდე შემცირდა.

ამერიკული კროსოვერის „ტურბოსამიანს“ ტენესის შტატში მდებარე ქარხანაში შექმნიან და Rogue 2022 ბაზარზე უკვე მომავალ ზამთარში გამოჩნდება. ფასებიც უკვე ცნობილია, მოდელი 650 დოლარით გაძვირდა და 26,7 ათასი დოლარი გახდა.

აღსანიშნავია, რომ X-Trail ჩინეთში უკვე იყიდება 1,5 ლიტრიანი ტურბოძრავის ვარიაციით, ევროპელებს კი პირობა მისცეს რომ მალე ჰიბრიდული აგრეგატიც იქნება ხელმისაწვდომი.

მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებების მოლოდინში ჰიბრიდული და სრულად ელექტრონული ვერსიის შექმნა ავტომწარმოებლებისთვის აუცილებელ პირობად გადაიქცა. შეგახსენებთ, რომ 2030 წლიდან ევროპა ტრადიციულ ძრავს მაქსიმალურად გააქრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები