ამერიკულმა სპორტულმა ტოქშოუ Starters-მა “საქართველოსა და ზაზა ფაჩულიაზე ხუმრობის გამო ბოდიში მოიხადა”.
მათ ერთერთ გადაცემაში All Star-ში საქართველოს ნაკრების კაპიტანისთვის ხმის მიცემაზე ისაუბრეს. წამყვანებმა გაკვირვება გამოხატეს იმის გამო, რომ ფაჩულიამ, რომელიც 13 წელია NBA-ს ცენტრია, აქამდე არასდროს ყოფილა ასე ახლოს All Star-თან. ქართველმა დემარკუს ქაზინს, დუაიტ ჰოვარდს და მის თანაგუნდელ დირკ ნოვიცკისაც კი გაუსწრო.
“ჩვენ არ გვინდა ზაზა All Star-ში დემარკუს ქაზინსზე წინ. ეს სიგიჟეა, ეს დემარკუს ქაზინსია, ლიგაში საუკეთესო. არ ვიცი, როგორ მოხვდა ფაჩულია მასზე წინ”, – თქვა გადაცემის მსვლელობისას ერთერთმა წამყვანმა.
შემდეგ კი მათ აღნიშნეს, რომ ზაზას მხარს საქართველო უჭერს. “საერთოდ რამდენია საქართველოს მოსახლეობა?” – იხუმრეს წამყვანებმა.
ამ გადაცემას გულშემატკივრების აღშფოთება მოჰყვა, რის შემდეგაც Starters-ის წამყვანებმა ბოდიში მოიხადეს. მათ მაყურებელს NBA-ში ზაზა ფაჩულიას 5 საუკეთესო მომენტი შეთავაზეს.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/TheStarters/videos/1111647048880608/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]