Google მომხმარებლებს ახალ ფუნქციას სთავაზობს. ამიერიდან Gmail-ზე მიბმული ფაილის ჩასწორებას პირდაპირ „ინბოქსში“ შეძლებთ. ეს ახალი ფუნქცია ახლა Google Workspace-ზე არის ხელმისაწვდომი. მომხმარებელს, შემოსულ შეტყობინებებში შეუძლია ჩაასწოროს ნებისმიერი დოკუმენტის სახის ფაილი. ფაილის რედაქტირების შემდგომ კი „edit“ ღილაკზე დაჭერით, დოკუმენტის გაზიარებასა და გაგზავნას შეძლებთ.
აღსანიშნავია, რომ ახალი ფუნქცია 2 კვირაში ყველასთან იქნება ხემოსაწვდომი.
