LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google-ში არიანა გრანდეს ,,დასერჩვისას” ყვავილის ფურცლები ცვივა

117
photo-collage.png (5)

არიანა გრანდეს მომავალი მუსიკალური პროექტის მხარდასაჭერად, Google-მა ახალი, ინტერაქციული ფუნქცია დაამატა.

საქმე ისაა, რომ როცა საძიებო სისტემაში არიანა გრანდეს ,,დასერჩავთ”, გამოგიჩნდებათ სპეციალური ღილაკი ყვავილის სიმბოლოთი, რომელზეც დაჭერით ეკრანზე თეთრი ფურცლების ცვენა იწყება.

აღსანიშნავია, რომ ამ ციფრულმა აქტივობამ უკვე გამოიწვია დიდი რეზონანსი არტისტის გულშემატკივრებში. ფუნქციის გაშვებიდან მალევე, მომხმარებლებმა ყვავილის ღილაკს 7 მილიონზე მეტჯერ დააჭირეს.

ეფექტი ალბომის სახელწოდებას – petal ეხმიანება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ,,გუგლს” სხვადასხვა თემატური პრომოუშენისთვის მსგავსი ფუნქცია აუმოქმედებია.

Google-ში მერაია ქერის ძიებისას ფიფქები ცვივა

შეგახსენებთ, რომ არიანა გრანდეს მერვე სტუდიური ალბომი, petal გაყიდვაში 31 ივლისს ჩაეშვება.

@letsbefrank.o_o NEW! Google search Easter egg for Ariana’s new song/album Petal. #arianagrande #google #easteregg #petal #hatethatimadeyouloveme ♬ hate that i made you love me – Ariana Grande
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები