LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google-მა Chrome-ის ფასიანი ბრაუზერი გამოუშვა

119
page

Google-მა Chrome-ის ფასიანი ბრაუზერი გამოუშვა. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

ახალი აპლიკაციის დახმარებით უსაფრთხოების პატჩების ავტომატურად ჩამოტვირთვაა შესაძლებელი. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ დაბლოკონ ვებ-გვერდის საეჭვო პარამეტრები.

აღსანიშნავია, რომ Google-მა ორი ვარიანტი წარადგინა, უფასო ვერსია Chrome Enterprise Core და Chrome Enterprise Premium, რომელიც თვეში 6 დოლარი ღირს.

ფასიან ვერსიას ასევე საიტების ჩაშენებული ანალიზატორი, მონაცემთა ქურდობისგან დაცვისა და URL ფილტრაციის ფუნქცია აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები