მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს გვიზიარებს.
„8-12 აპრილის პერიოდში საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება.
მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობები- დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი და სეტყვა.
დასავლეთის ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე. ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.
მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი.
შესაძლო საფრთხეები:- წყალდიდობა-
მეწყერული პროცესების განვითარება,
ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება,
ლოკალური სეტყვა- ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული ზარალი.
რეკომენდაციები:- მოსახლეობამ და მძღოლებმა გამოიჩინონ სიფრთხილე გადაადგილებისას.
ფერმერებმა მიიღონ პრევენციული ზომები მოსავლისა და მეურნეობის დასაცავად,
მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი წაყინვის გამო, სასურველია მცენარეთა და ცხოველთა დაცვა“, – წერს კობა ფარტენაძე.
