LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირან გამყრელიძე ინფექციურ საავადმყოფოზე გავრცელებულ ბრალდებებეზე განცხადებას აკეთებს

356
5e58f3d46fe62

დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტის უფროსი ამირან გამყრელიძე ინფექციურ საავადმყოფოზე გავრცელებული ბრალდებების შესახებ განცხადებას აკეთებს.

“ინფექციური საავადმყოფო ესაა ქვეყნის ხერხემალი აქ არამარტო კორონავირუსის წინააღმდეგ არამედ სხვა უფრო მძიმე ვირუსულ დაავადებებს ებრძვიან. ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო არის ქვეყნის მთავარი ხერხემალი, სადაც საუკეთესო, მაღალ კვალიფიციური ექიმები მუშაობენ. ჩვენ უნდა ვენდოთ ჩვენს მედ პერსონალს. თითოეულს რამე რომ დაგვჭირდეს იქ უნდა მივიდეთ. ისინი 24 საათიან დაძაბულ რეჟიმში მუშაობენ.”- განაცხადა გამყრელიძემ.

სკოლებში არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება

გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, კორონავირუსზე შეკვეთილი სიუჟეტის მომზადებაში ტელეკომპანია ”მთავარი”,  დაადანაშაულა, რის გამოც მან ჟურნალისტებს ბოიკოტი გამოუცხადა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, გუშინ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში შეკვეთილი სიუჟეტი გავიდა, რის გამოც  ჟურნალისტებს არაფერს ეტყვის მანამ, სანამ ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიას „მთავარის“ გადამღები ჯგუფი არ დატოვებს.

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g