საქართველოს დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციის დაცვის წესებს და პასუხისმგებლობას, საკუთარი ოჯახის წევრების მაგალითზე განმარტავს. გამყრელიძემ “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ თვითიზოლაციაში მყოფ რძალს და შვილიშვილებს საკვებს სახლის კართან უტოვებს.
„იცით, რომ ჩემი რძალი და შვილიშვილები არიან თვითიზოლაციაში, ყოველდღე მივდივარ მათთან, კარებთან ვტოვებ სადილს, საკვებს, პირველადი მოხმარების საშუალებებს. როდესაც მოვდივარ შემდეგ ისინი აღებენ კარებს და შეაქვთ სახლში. შემდეგ მე იქიდან გამომაქვს შესაბამისი ნარჩენები, როგორც წესია“,- თქვა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ 7 მარტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ,ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.
გამყრელიძე: ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება, ნუ დავმალავთ სიმპტომებს