LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამირხანაშვილი არის „ნასეტკა“ ბავშვი“ – საქართველო შაქარაშვილის საქმეზე დასახმარებლად ისრაელს მიმართავს

4514
ამირხანაშვილი

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველო დახმარებას ისრაელს თხოვს.

საქმეში ბრალდებული ვახო ჩიქოვანის ტელეფონიდან გამქრალია მასალები, რომლის აღდგენა საქართველოში ვერ მოხერხდა. ამ ფაილების აღსადგენად საქართველო ისრაელს მიმართავს.
ტელეფონიდან ფაილების წაშლის ფაქტს „ტვ პირველთან“ უარყოფენ ჩიქოვანის ოჯახის წევრები. ისინი ჟურნალისტთან საუბრისას ამბობენ, რომ საქმის „ოქროს მოწმე“ გურამ ამირხანაშვილი ტყუის.

„გამოძიება ტყუის, პროკურატურა ტყუის და არ არის საერთოდ არაფრის მტკიცებულება. გჯერათ, რომ მაგას საათი ჰქონდა? პროკურატურის დადებულია ეგ დეზინფორმაცია. ვახო არის 100%-იანი მართალი ყველაფერში, უნდათ, რომ უდანაშაულო ბავშვებს შეაწმინდონ სხვისი მკვლელობა.

თვითონ შეუხტა მანქანაში და გაგნიძეს დედას ეუბნებოდა გადამარჩინეს ამ ბავშვებმაო, წამომიყვანეს იქედანო. ამირხანაშვილი არის დემორალიზებული, ძალიან ცუდი, ნასედკა ბავშვი“, – ამბობს ჩიქოვანის დედა „ტვ პირველთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში „ოქროს მოწმემ“ გური ამირხანაშვილმა ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. მეხუთედ მიცემულ ჩვენებაში წერს, რომ „ტოიოტა ქამრში“ არსებულმა პირებმა ძალით ჩასვეს მანქანაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g