LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუმცა ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, ევროკავშირში შეგვიძლია ვიზითაც გავემგზავროთ და შეგვიძლია უვიზოდაც“ – ირაკლი კობახიძე

196
ირაკლი კობახიძე

„რეალურად, ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუმცა ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ – ეს არის ტექნიკური საკითხი, ევროკავშირში შეგვიძლია ვიზითაც გავემგზავროთ და შეგვიძლია უვიზოდაც“,– ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ჟურნალისტებს დიპლომატიური პასპორტების შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით განუცხადა.

კობახიძის თქმით, „არსებითი მნიშვნელობა აქვს, მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენს ქვეყანას კვლავაც უნდა შევუნარჩუნოთ მშვიდობა და უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხის ძირეული ინტერესები“:

„რეალურად, ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია, ასე შევაფასებდი, თუმცა ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური, სიმბოლური საკითხია ეს ყველაფერი. ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობასა და საზოგადოების, ჩვენი ხალხის ინტერესებს არ შეექმნას საფრთხე. რაც შეეხება იმას, ვიღაც ვიზას მოითხოვს საჯარო სამსახურში თუ არ მოითხოვს, ეს არის ტექნიკური საკითხი. ევროკავშირში შეგვიძლია ვიზითაც გავემგზავროთ და შეგვიძლია უვიზოდაც. ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არსებითი მნიშვნელობა აქვს, მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენს ქვეყანას კვლავაც უნდა შევუნარჩუნოთ მშვიდობა და უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხის ძირეული ინტერესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ კომენტარი გააკეთა დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის შესაძლო უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე, მისი განცხადებით, „ეს არის სამწუხარო მოვლენების გაგრძელება“:

შალვა პაპუაშვილი: „ყველგან ბრიუსელი, არსად ევროპა“

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომ „საქართველოსთან დაკავშირებით დიპლომატური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერებულია, თანხები კი, რომელიც მთავრობის მხარდასაჭერად იყო, არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაეცათ“, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმაურება. „საქართველოსთან დაკავშირებით, საქმე კარგი მიმართულებით არ მიდის, საჭიროა, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი დავიწყოთ“ – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი როგორც უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში მყოფმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ეს […]

„ეს არის სამწუხარო მოვლენების გაგრძელება. საუბარია მუდმივად შანტაჟზე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს შანტაჟი არ იყო ეფექტიანი გასული 4 წლის განმავლობაში და ვერ იქნება ეფექტიანი ვერც ახლა. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა ამასთან დაკავშირებით. თავისთავად ასეთი დისკუსიები უკვე წარმოაჩენს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგას დღეს ევროკავშირი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი მალე შეძლებს ამ პრობლემების დაძლევას“,– აცხადებს ირაკლი კობახიძე.

magti 5g