LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამის ლაივში გაშვებას, სამზარეულოში ერთმანეთთან გესაუბრათ, სახეს შეინარჩუნებდით მაინც“, „ჩემს სიცოცხლეში სახე არ დამიკარგავს, ჩემს შეფასებაში ფრთხილად, ნიკა“, – დაპირისპირება ნიკა მელიას, გიორგი გაბუნიასა და დეა მამისეიშვილს შორის

1599
ნიკა მელია, დეა მამისეიშვილი, გიორგი გაბუნია

ჟურნალისტ დეა მამისეიშვილის ფეისბუკ ლაივის დროს, მან და მისმა კოლეგამ, ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ სხვადასხვა თემაზე ისაუბრეს, მათ შორის – ქართულ პოლიტიკასა და ოპოზიციაზე.

ფეისბუკ ლაივის მსვლელობისას გიორგი გაბუნიამ დეა მამისეიშვილს დაუსვა შეკითხვა: „რომელი პოლიტიკოსია ოპოზიციიდან, რომელიც გულწრფელად ისწრაფვის ხელისუფლებაში მოსვლისკენ? თვლი თუ არა, რომ საზოგადოებაში არსებობს ასეთი ფიგურა – ადამიანი, ვისაც ნამდვილად სურს უკეთესი ხელისუფლების ჩამოყალიბება?”

დეა მამისეიშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების” წინააღმდეგ აუცილებლად მისცემდა ხმას ნიკა მელიას.

საპასუხოდ გაბუნიამ თქვა, რომ „ეს არის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რომელსაც რა თქმა უნდა, ვერ გაუმკლავდება მელია“.

„ახლა რომ არ­ჩევ­ნე­ბი იყოს და მე­ლია წა­რედ­გი­ნათ კან­დი­და­ტად მე­რო­ბა­ზე, მე ხმას არ მივ­ცემ­დი. მე­ლია საქ­მეს ვერ გა­ა­კე­თებს, წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და“, – თქვა გიორგი გაბუნიამ, რითაც მამისეიშვილის არჩევანი შეაფასა.

აღნიშნულ განცხადებას ვიდეოს კომენტარში გამოეხმაურა „კო­ა­ლი­ცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ნიკა მელიამ, რასაც შემდგომ დეა მამისეიშვილმა უპასუხა.

ნიკა მელია:

„გაბუნია იდიოტი რომ იყო ვიცოდი,მაგრამ მთლიანად მავნებელი თუ იყო არ მინდოდა დამეჯერებინა

ამის ლაივში გაშვებას, სამზარეულოში ერთმანეთთან გესაუბრათ, სახეს შეინარჩუნებდით მაინც“

დეა მამისეიშვილი:

„ჩემს სიცოცხლეში სახე არ დამიკარგავს, არც კრიტიკულ არხზე მუშაობისას და არც სამთავრობო არხზე, ყველაზე კარგად უნდა გახსოვდეს ეგ. ჩემს შეფასებაში ფრთხილად, ნიკა. კრიტიკის მიმღებლობა არ არის ცუდი რამე, შეგიძლია მეკამათო და არ დამეთანხმო, მაგრამ, ამ შეფასებას არასდროს მივიღებ. ყველგან საუბარი შემიძლია და ყველაფერზე, ვერავინ ამიკრძალავს“, – უპასუხა დეა მამისეიშვილმა.

ნიკა მელია:

„Dea Mamiseishvili ყველასთან საუბარი რომ შეგიძლია, ეგ სიტყვის თავისუფლების ნაწილია და ამ საუბრის შედეგად, რომ შენი შეფასების უფლება ასევე ყველას აქვს.

სახე ანახეთ, რომელიც ჯობდა არ გენახებინათ, მავნებლობა გააკეთეთ და ახლა ამაზე კომენტარებიცა და შეფასებებიც აიტანეთ.

ვინმეს თუ თქვენი სამზარეულოს მრავლისმთქმელი დიალოგი მოეწონა, ალბათ მაგასაც დაგიწერენ, ოცნების ადგილას ბედნიერი ვიქნებოდი – იმედზე მოგცემდით ეთერს“

დეა მამისეიშვილი:

„Nika Melia იმედზე რომ მნახავ ან ქოცებთან დაახლოებულ ჯგუფთან, მაგ დღეს ელოდე შენ. არც მათ ვუჭახუნებ ჭიქებს და არც მათთან “სხოდკებით” გამოვირჩევი. რა ცუდია, ნიკა, ერთი კობახიძემ მიხსენა სახის დაკარგვა და მეორე შენ. წარმატებები და თავისუფლება ✌️

ფაქტს სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია გამოეხმაურა:

„მეგობრებო, დეა მამისეიშვილი და გიორგი გაბუნია კი არა, ჩემი 2 არასრულწლოვანი შვილი არ მაბარებს ანგარიშს, რა თქვან და რა გააკეთონ.

საერთოდაც,  ისიც კი არ მაინტერესებს, ან რა თქვეს, ან ვის რა რეაქცია აქვს მათ ნათქვამზე.

კვირა დღესაც კი შეხვედრა მქონდა და ამიფეთქდა ტელეფონი.

ძალიან მინდა გთხოვოთ, ზრდასრული ადამიანების (მით უმეტეს, მთლად ჩემზე “ხანდაზმულის”) ტექსტებზე მე ნუ მომთხოვთ ანგარიშს, ან თუნდაც პასუხს, რატომ თქვა ეს ან ის. მათ კითხეთ და მათ ეჩხუბეთ. ან ეგენი შეაქეთ.

მე მონები და ყმები არ მყავს და, ბევრისგან განსხვავებით, სხვებს არ “ვაყეფებ” როცა რამის თქმა მინდა.

საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა მეყოფა, ახლა კიდევ გიორგი გაბუნიაზე და დეა მამისეიშვილზე რომ არ ავიღო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g