რამდენიმე დღის წინ რობი უილიამსმა ბუდაპეშტში კონცერტი გამართა. მან ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და სცენაზე ერთი გულშემატკივარი აიყვანა. თუმცა ეს არ იყო ჩვეულებრივი შემთხვევა, მოგვიანებით გაირკვა, რომ უილიამსმა სცენაზე შემთხვევით იგივე გულშემატკივარი აიყვანა, რომელზე არჩევანიც 20 წლის წინ გააკეთა.
არტისტმა პოსტიც გაავრცელა, სადაც გამომწერებს უცნაური დამთხვევის შესახებ უამბო და ფოტოებიც გაუზიარა.
„ეს ორი დღის წინ მოხდა ბუდაპეშტში. მაყურებლებისგან ის ადამიანი შევარჩიე, რომელიც სცენის წინ იდგა. საოცარია, რომ ეს იგივე ბიჭი აღმოჩნდა, რომელიც 20 წლის ბუდაპეშტის კონცერტზე სხვებისგან ავარჩიე, ამის შანსი 174 240 000-დან ერთია“, – წერს რობი.
„სასიამოვნოა ისევ შენი ნახვა, სიყვარულით რობი“, – დაამატა ვარსკვლავმა.
„ჩემ გოგონას ჩემსავით დისლექსია აქვს“- რობი უილიამსი
ვიდეო: რობი უილიამსის საოცარი პერფორმანსი ავსტრალიაში