რობი უილიამსი და მისი მეუღლე, აიდა ფილდი ახალი ფილმის, „უკეთესი მამაკაცის“ პრემიერას ესწრებოდნენ. 45 წლის ფილდი საოცრად გამოიყურებოდა ხავერდის კაბაში, როცა ის წითელ ხალიჩაზე პოპულარულ მეუღლესთან ერთად პოზირებდა. რობი ნაცრისფერ პიჯაკსა და შარვალში იყო გამოწყობილი. აიდა ფილდი, რომელიც შოუბიზნესის სფეროში საკუთარი გავლენის გამო „რუხი კარდინალის“ სახელით არის ცნობილი, ფოტოგრაფების წინაშე ბევრს ბევრს ხალისობდა, რაშიც მას მხარი მეუღლემაც აუბა.
ცოტა ხნის წინ რობი უილიამსმა აღიარა, რომ მის ცხოვრებაში რთული ეტაპი დგას, რადგან დედას დემენციის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შემდეგ რობი იშვიათად ჩნდება საჯაროდ და მეტ დროს ოჯახთან ერთად ატარებს.
რობი უილიამსი მიქაუტაძის ცნობილი ჟესტით – ვარსკვლავი Man About Town-ის გარეკანს ამშვენებს