LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსი, 25 წლიანი სოლო-კარიერის იუბილეს აღსანიშნავად, ვირტუალურ შოუ-კონცერტს გამართავს

152
Untitledds

რობი უილიამსის სოლო კარიერის დაწყებიდან მალე 25 წელი გავა. არტისტი იუბილეს გრანდიოზულად აღნიშვნას აპირებს და „მეტავერსს“ უერთდება. მედიის ცნობით, მომღერალი ვირტუალურ შოუ-კონცერტს გამართავს, რომლის ნახვასაც მთელი მსოფლიო შეძლებს.

„ჩემთვის მუდამ მნიშვნელოვანი იყო ჩემს მსმენელთან კავშირის ქონა. ამ შემოთავაზებით აღფრთოვანებული ვარ, ეს მუსიკისთვის ახალი, უზარმაზარი სამყაროა“, – აცხადებს 49 წლის არტისტი.

რობი უილიამსი პლასტიკური ოპერაციების გაკეთებას გეგმავს – 49 წლის არტისტი გამოტყდა, თუ რა არ მოსწონს საკუთარ გარეგნობაში

ვიდეო: რობი უილიამსმა უსინათლო გოგონას თავისი პოპულარული ჰიტი მიუძღვნა და მასთან ჩასახუტებლად სცენიდან დარბაზში ჩავიდა

ცნობისთვის, რობი უილიამსი 1990-1995 წლებში იყო პოპ-ჯგუფ, Take That-ის წევრი. მან კოლექტივი 1995 წელს დატოვა და სოლო კარიერა დაიწყო. რობის მსოფლიო მასშტაბით 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული, რითაც ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვადი არტისტია. უილიამსი გახლავთ 17 Brit-ის, რვა გერმანული ECHO-ს და MTV ევროპის მუსიკალური 3 ჯილდოს მფლობელი. 2004 წელს ის „ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზში“ შეიყვანეს, როგორც „1990-იანების უდიდესი შემსრულებელი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები