LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამნესთი ინთერნეიშენალი“ და „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ისრაელის მიერ ღაზაში მედიასაშუალებების ოფისებზე მიტანილი იერიშისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართავენ

68
PRESS

„ამნესთი ინთერნეიშენალი“ და „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ისრაელის მიერ ღაზაში მედიასაშუალებების ოფისებზე მიტანილი იერიშისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართავენ.

უფლებადამცველი ორგანიზაციები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდებენ, სამხედრო დანაშაულის კუთხით გამოიძიონ ისრაელის მიერ ღაზაში განხორციელებული ავიადარტყმა, რომლის შედეგადაც ის 12 სართულიანი შენობა ჩამოინგრა, სადაც საერთაშორისო მედიის, მათ შორის „ასოშიეითიდ პრესისა“ და „ალ ჯაზირას“ ოფისები იყო განთავსებული.

„მედიასაშუალებებზე გამიზნულად თავდასხმა სამხედრო დანაშაულია. მედიასაშუალებების გამიზნულად განადგურებით, ისრაელის თავდაცვითი ძალები არამხოლოდ მიუღებელ მატერიალურ ზიანს აყენებენ ახალი ამბების ფუნქციონირებას, ისინი უფრო ფართო თვალსაზრისით, ხელს უშლიან მედიაში იმ კონფლიქტის გაშუქებას, რომელიც მშვიდობიან მოქალაქეებზე პირდაპირ გავლენას ახდენს“, – განაცხადა „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ გენერალურმა მდივანმა, კრისტოფ დელუარიმ.

mazda magti 5g