LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისი, როგორც მზარდი საგანმანათლებლო პროექტების ქალაქი, The New York Times-ის, BBC-ის, Forbes-ის ფურცლებზე მოხვდება

86
kutaisi

The New York Times, BBC, Forbes, Independent, Dazed Magazine, Marie Claire, Sunday Times და Sueddeutsche zeitung-ის ჟურნალისტებმა, იმერეთის პრეს-ტურის ფარგლებში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტი მოინახულეს. მაღალრეიტინგული საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებმა განახლებული აეროპორტის მოფრენისა და გაფრენის დარბაზები, ასევე ტერასა გადაიღეს და ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობებს გაეცნენ. მათ ადგილზე მეგზურობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპროტის მენეჯერმა არჩილ სილაქაძემ გაუწია.

ცნობილი გამოცემების წარმომადგენლები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდნენ. იმერეთში ტურის ფარგლებში, მაღალრეიტინგული გამოცემის ჟურნალისტებმა ქუთაისი და წყალტუბო მოინახულეს. დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის გარდა, საერთაშორისო ჟურნალისტები ეწვივნენ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს, სადაც დაცულია ვანის ნაქალაქარზე და მის შემოგარენში აღმოჩენილი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით. ისინი იმყოფებოდნენ ქუთაისის ახალ საერთაშორისო უნივერსიტეტშიც. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილმა განათლების ახალმა სივრცემ მოხიბლა ბრიტანეთის, გერმანიის, აშშ-ს, ესპანეთისა და ისრაელის მედიის წარმომადგენლები.

ქუთაისი, როგორც მზარდი საგანმანათლებლო პროექტების ქალაქი, საქართველოს შესახებ მომზადებულ სტატიებში, სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად, მოხვდება ისეთი გამოცემების ფურცლებზე, როგორებიცაა: The New York Times, BBC, Forbes, Independent, Dazed Magazine, Marie Claire, Sunday Times და Sueddeutsche zeitung.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები