რუსების მიერ უკრაინელების ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადასახლება და დეპორტაცია არის ომის დანაშაული. ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International ანგარიშშია ნათქვამი.
ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხალხის ძალით გადასახლება შეიცავს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულის ნიშნებს.
ისინი მოთხოვნებს უყენებენ რუსეთის ხელისუფლებას, შეწყვიტოს ასეთი ქმედება.
“ომის დაწყებიდან, რაც თავისთავად საერთაშორისო დანაშაულია, რუსებმა დახოცეს მშვიდობიანი მოსახლეობა, ოჯახების წევრები ერთმანეთს დააშორეს. არავინ შეიბრალეს, მათ შორის – არც ბავშვები.
რუსეთის მიერ იძულებით გადასახლებისა და დეპორტაციის ტაქტიკა ომის დანაშაულია. Amnesty International მიიჩნევს, რომ ეს უნდა იყოს გამოძიებული, როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული,” – აცხადებს Amnesty International-ის გენერალური დირექტორი აგნეს კალამარდი.