LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალმა პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სასწავლებლის დაცვამ ის ჰიჯაბის არასწორად ტარებაში დაადანაშაულა…“ – რა ვიცით ირანელ სტუდენტზე, რომელმაც თვითმხილველების ცნობით, უნივერსიტეტის კამპუსში პროტესტის ნიშნად ტანსაცმელი გაიხადა

417
ირანი, სტუდენტი ქალის პროტესი

CNN-ის ცნობით, ირანში, დააკავეს სტუდენტი გოგონა, რომელმაც აზადის უნივერსიტეტის კამპუსში წინ ტანსაცმელი გაიხადა CNN-ი იუწყება, რომ სტუდენტმა ქალმა სწორედ ამ ფორმით გამოხატა წინააღმდეგობა ქვეყანაში არსებული მკაცრი, ჩაცმულობის კანონის მიმართ.

აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა.

ვიდეო გაავრცელა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მაც, სადაც ჩანს, რომ ქალი აზადის უნივერსიტეტის კამპუსთან ტანსაცმლის გარეშე ზის და თმები აქვს გაშლილი.

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ირანში ადამიანის უფლებათა საკითხებზე განაცხადა, რომ იგი ყურადღებით აკვირდება თეირანში მომხდარს.

უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ადვოკატთან და ოჯახთან ხელმისაწვდომობის გარანტია მოითხოვა.

კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ გოგონა გზას მიუყვება, ვიდრე მამაკაცთა ჯგუფი მას გარს შემოეხვევა, მანქანაში ჩასვამს და წაიყვანს.

ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ქალი „ძალადობრივად დააკავეს“ მას შემდეგ, რაც მან გააპროტესტა თეირანის უნივერსიტეტში ჩაცმულობის კოდექსის „შეურაცხმყოფელი აღსრულება”.

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Fars-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სტუდენტმა ტანსაცმელი მას შემდეგ გაიხადა, რაც უსაფრთხოების ორმა თანამშრომელმა ჩაცმულობის წესის დარღვევის გამო გააფრთხილა.

უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის განცხადებით, ქალს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

როგორც ცნობილია, ირანში ჰიჯაბის (ან თავსაბურავის) ტარება საზოგადოებრივ ადგილებში სავალდებულოა ქალებისთვის, კანონს აღასრულებს ქვეყნის ე.წ. მორალის პოლიცია.

აპრილში, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქვეყანაში ახალი სამართალდამცავი სააგენტოს შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომელიც ქალებისთვის ითვალისწინებს მკაცრი ჩაცმულობის კოდექსის დაცვას – აღნიშნული განცხადება მოჰყვა ცნობებს, რომ ირანის ხელისუფლებამ ბოლო დღეებში გააძლიერა მორალის დაცვის შემოწმება.

შემოწმების ფარგლებში კი, როგორც გავრცელებული ფოტოები მოწმობს, რეიდების მონაწილეები ქალების მიმართ ძალადობდნენ.

ცნობისთვის, 2022 წლის სექტემბერში ირანში სტუდენტი ქალი მაჰსა ამინი გარდაიცვალა. მორალის პოლიციამ იგი ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დააკავა, მოგვიანებით კი თქვა, რომ ქალიშვილს „გულის შეტევა ჰქონდა“. ამინის ახლობლები ამტკიცებენ, რომ მას პოლიციელებმა სცემეს. ამინის გარდაცვალების შემდეგ ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. საპროტესტო აქციები გაგრძელდა რამდენიმე თვის განმავლობაში და ირანის კონსერვატიული ხელმძღვანელობისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად იქცა. ასობით ადამიანი დაიღუპა შეტაკებებში, ათასობით დააპატიმრეს და რამდენიმე მომიტინგე სიკვდილით დასაჯეს.

გასული წლის ოქტომბერში ირანში გარდაიცვალა 17 წლის არმიტა გერავანდი. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მან ტრავმები დაკავებისას მიიღო ჰიჯაბის არქონის გამო. ოფიციალური ვერსიით, გერავანდს თეირანის მეტროში უცებ დაუვარდა წნევა, გონება დაკარგა, წაიქცა და მიიღო ტვინის ტრავმული დაზიანება, რამაც გამოიწვია ჰიპოქსია და ცერებრალური შეშუპება. 17 წლის გოგონა საავადმყოფოში მოათავსეს, მან გარკვეული პერიოდი კომაში გაატარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g