LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Amnesty International“: რუსულმა ძალებმა სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს, როდესაც მარტში მარიუპოლის თეატრი დაბომბეს, სადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა

78
მარიუპოლის თეატრი

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“-ის გამოძიების დასკვნის თანახმად, რუსულმა ძალებმა სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს, როდესაც მარტში მარიუპოლის დრამატული თეატრი დაბომბეს, სადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა.

აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული.

ახალ მოხსენებაში „ბავშვები: თავდასხმა დონეცკის რეგიონულ აკადემიურ დრამატულ თეატრზე მარიუპოლში“ ნათქვამია:  ორგანიზაცია დოკუმენტურად ადასტურებს, რომ რუსულმა ძალებმა თეატრი განზრახ ამოიღეს მიზანში მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ, რომ ტერიტორია ასობით მშვიდობიანი მოქალაქის თავშესაფარი იყო. ორგანიზაციის შეფასებით, ეს არის აშკარა ომის დანაშაული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, „Amnesty International“-ის კრიზისზე რეაგირების ჯგუფმა გამოკითხა მრავალი გადარჩენილი ადამიანი, შეაგროვა ვრცელი ციფრული მტკიცებულება და დაასკვნა, რომ თავდასხმა რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავების მიერ განხორციელდა.

გვჭირდება უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები და ისინი გვექნება – ზელენსკის მიმართვა NATO-ს წევრებს

„რამდენიმეთვიანი გამოძიების, სატელიტური სურათების ანალიზისა და ათეულობით მოწმის გამოკითხვის შემდეგ ჩვენ დავასკვენით, რომ დაბომბვა იყო აშკარა სამხედრო დანაშაული, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალების მიერ არის ჩადენილი. ამ დაუნდობელი თავდასხმის შედეგად, ბევრი ადამიანი დაიჭრა და დაიღუპა.

მათი დაღუპვა სავარაუდოდ, გამოწვეული იყო იმით, რომ რუსულ ძალებს უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები გამიზნულად ჰყავდათ მიზანში ამოღებული. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ და ყველა სხვამ, რომელთაც ამ კონფლიქტის დროს ჩადენილ დანაშაულებზე იურისდიქცია აქვთ, ეს თავდასხმა უნდა გამოიძიონ, როგორც ომის დანაშაული. ასეთი სიკვდილისა და ნგრევის გამოწვევაზე ყველა უნდა იყოს პასუხისმგებელი.“– განაცხადა „Amnesty International“-ის გენერალურმა მდივანმა აგნეს კალამარმა.

ომის 127-ე დღე უკრაინაში – მიკოლაევზე სარაკეტო თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g