LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვჭირდება უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები და ისინი გვექნება – ზელენსკის მიმართვა NATO-ს წევრებს

78
1651589423-ვოლოდიმირ-ზელენსკი-2

გვჭირდება უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები და ისინი გვექნება – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან ნატოს სამიტზე ქვეყნებს მოუწოდა დააჩქარონ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდება.

უკრაინის პირველი პირი რუსეთის ტყვეობაში მყოფი უკრაინელი მებრძოლების, მათ შორის აზოვსტალის მცველების ნაწილის სამშობლოში დაბრუნებას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით ალიანსი ცვლის სტრატეგიას რუსული აგრესიული ანტიევროპული პოლიტიკის მიმართ.

“აშკარაა რომ ევროპის უსაფრთხოების გარანტია ასეთ პირობებში ჩვენი სახელმწიფოს გარეშე შეუძლებელია” – აღნიშნა ზელენსკიმ.

” ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს თვალსაჩინოება ტრანსფორმირდეს კონკრეტულ გადაწყვეტილებებში – უკრაინისთვის, ალიანსისთვის. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები – ჩვენ გვექნება ისინი და დღეს მე მოვუწოდე ნატო-ს წევრებს, მოძებნონ გადაწყვეტილებების ფორმატი, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ჩვენს საერთო ევროპულ უსაფრთხოების არქიტექტურაში.

სახელმწიფოს ექნება შესაბამისი დოკუმენტი – ქმედებების მკაფიო რუკა, რომლის შემოწმებაც უკრაინის ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება: რა უნდა გააკეთოს სახელმწიფო ინსტიტუტებმა, რათა ჩვენ შევძლოთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს დოკუმენტი პირველ ივლისს იქნება წარმოდგენილი. ერთი კვირის წინ ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, დღეს კი კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა გაწევრიანების გზაზე. ძალიან პრაქტიკული ნაბიჯი,” – განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები