LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Amnesty International – თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა გვაცნობეს, რომ მათ სიკვდილით ემუქრებიან და ეს მუქარები გრძელდება

98
amnesti2

თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა Amnesty International-ს აცნობეს, რომ მათ სიკვდილით ემუქრებიან და ეს მუქარები გრძელდება. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც თბილისი პრაიდის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეძღვნება.

Amnesty International-ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეფექტურად გამოიძიოს მუქარები და თავდასხმის გეგმები და დაუყოვნებლივ მიიღოს ძალადობისგან დასაცავად რეალური და ეფექტური ზომები.

„ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები იძლევა საჯარო თავშეყრის ადგილებში მშვიდობიანი შეკრების გარანტიას სექსუალურ ორიენტაციისა ან გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის გარეშე. საქართველოს ოფიციალურ პირებს აქვთ პოზიტიური ვალდებულება, მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა დაიცვან თბილისი პრაიდის მსვლელობა თავდასხმებისგან. Amnesty International მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რათა საჯაროდ გამოხატოს თბილისი პრაიდის მსვლელობის მიმართ მხარდაჭერა, ეფექტურად გამოიძიონ ზემოთ მოყვანილი მუქარები და თავდასხმის გეგმები და დაუყოვნებლივ მიიღონ ძალადობისგან თავის დასაცავად რეალური და ეფექტური ზომები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g