ვეჭვობ, რომ ამ წინადადებამ კომპრომისის სახე მიიღოს, – ასე ეხმაურება პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი, ეკა ბესელია „ოცნების“ დღევანდელ გადაწყვეტილებას. ბესელიას შეფასებით, „ოცნების“ დღევანდელ კომრპომისს ძალიან დიდი ნაკლი აქვს. ამის შესახებ მან “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” ისაუბრა.
“პირველი – პოლიტიკური მართლმსაჯულება, რომელიც შარლ მიშელის ექვსპუნქტიან გეგმაშია, არ ჩანს რას ნიშნავს სასამართლო რეფორმა, ის, რომ შეჩერდეს დანიშვნები და კლანური მმართველობა, რომელიც ანგრევს დემოკრატიულ სისტემას, ამაზე უარი უნდა თქვას „ქართულმა ოცნება“. აი, ამას ვერ ვხედავთ რაში გამოიხატება იმ ხელოწერილ დოკუმენტში, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ეს არის კომპრომისული დოკუმენტი.
უბრალოდ, შეუძლებელია – წიკლაურის ინფორმაციით, არცერთი ოპოზიციური პარტია დოკუმენტს ხელს არ მოაწერს
მეორე, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამნისტიის აქტის მიღება, ეს მელიას გათავისუფლებისთვის კი არ კეთდება, ეს კეთდება იმ საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობის თავის არიდებისთვის, რომელთაც ჩაიდინეს მძიმე დანაშაული – მაკო გომურს და სხვებს დაეკარგათ თვალის ჩინი.
ეს კეთდება იმისთვის, რომ ყველა ის პირი, შესაძლოა, მაღალი თანამდებობის, თუ ასეთი გამოიკვეთება,მათ მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს.
ამიტომ, ეს არის საკუთარი თავის გზა. რაც მთავარია, არაფერი ნათქვამი ვადამდელზე, რაც შეეხება თვითმმართვლობის არჩევნებთან მიბმას, აბსოლუტურად, არათავსებადი, არათანაზომადია”, – აცხადებს ეკა ბესელია და დასძენს, რომ ამიტომ საჭიროა ხელისუფლება შარლ მიშელის დატოვებულ პირველ ვერსიას დაუბრუნდეს, სადაც მათ შორის ახალი არჩევნები ეწერა.