LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამნისტიის კანონი შეეხებათ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ პოლიციელებსაც: ირაკლი ქადაგიშვილი

85
ირაკლი ქადაგიშვილი

უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით ამნისტიის კანონი შეეხება იმ სამართალდამცველებსაც, რომელთაც 20 ივნისის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტება ედებათ ბრალად.

როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიშელის 5-პუნქტიანი გეგმა კანონპროექტში სრულად უნდა აისახოს.

„ამნისტია ნიშნავს, რომ როდესაც ვიღაცას რაღაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს დანაშაული ეპატიოს.

აქედან გამომდინარე, ეს კანონპროექტი შეეხებათ იმ პოლიციელებსაც, რომლებიც უფლებამოსილების გადამეტების გამო პასუხისგებაში არიან მიცემული. 5-პუნქტიან დოკუმენტში ეს უკვე დევს, პარტიებმა ამას ხელი მოაწერეს.

ჩვენი ვალდებულებაა, რომ ამ გეგმის სულისკვეთება კანონპროექტში სრულად იყოს ასახული”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები