თამარ ბაჩალიაშვილის სახლში საგამოძიებო ქმედებები ჩატარდა.
ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, რომელიც საგამოძიებო ქმედებებს ზედამხედველობას უწევდა, ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა კომპიუტერთან დაკავშირებული ტექნიკური მოწყობილობები ამოიღეს.
“ჩავთვალოთ გამოძიება თავიდან დაიწყო, თვის ბოლოს კონკრეტული პასუხები გვექნება” – მიხეილ რამიშვილი
ამოღებულ ნივთებს შორისაა როუტერი, რომელიც კონკრეტული მოწყობილობის ინტერნეთთან კავშირს უზრუნველყოფს და შესაძლოა, ეს როუტერი იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი და ამით შეიძლება დადგინდეს, მოხდა თუ არა თამარ ბაჩალიაშილის კომპიუტერში უკანონოდ შეღწევა.
მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაბარებულია გარდაცვლილი პროგრამისტის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.
“დაიკითხა ქალბატონი თეონა, როუტერი წაიღეს, გარდა ამისა, დღეს 17:00 საათზე შსს-ში დაბარებულია ბატონი ჯუმბერი. პროკურატურის წარმომადგენლებსაც გაუჩნდათ ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი შემთხვევის ადგილზე ხუთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა”, – აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს.
თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს