LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამომრჩეველს ხმის მიცემა შვილის ნაცვლად სურდა და უარის გამო სამაგიდო სია დააზიანა

98

გორში ამომრჩეველმა მოითხოვა, შვილის ნაცვლად მიეღო არჩევნებში მონაწილეობა და უარის თქმის შემდეგ სამაგიდო სია დააზიანა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ავრცელებს.

საიას თავმჯდომარემ სულხან სალაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა წარადგინეს სულ 39 საჩივარი უბანზე, 29 ოლქში და დააფიქსირეს 21 შენიშვნა.

„გორის #96 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა სამაგიდო სია დააზიანა. ამომრჩეველმა მოითხოვა, რომ შვილის ნაცვლად მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, რაზეც საუბნო საარჩევნო კომისიამ კანონის თანახმად, უარი განუცხადა. უარით გაღიზიანებულმა ამომრჩეველმა სამაგიდო სია დააზიანა,“ – აღნიშნა სულხან სალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g