LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამორალობის, უგულობის, ნულოვანი სოლიდარობის დემონტრირება – ვისაც ამგვარ უზნეობაზე გული არ გერევათ ძალიან გთხოვთ ჩემი სტატუსების კითხვით ნუ დაიტანჯებით, უბრალოდ წამშალეთ და ქუჩაში რომ შემხვდებით არ მომესალმოთ“ – თინა ხიდაშელი „ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერებზე

208
თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი, თინა ხიდაშელი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერების შესახებ გამოქვეყნებულ კლიპს, რომელშიც უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად ნაჩვენები განადგურებული ინფრასტრუქტურა საქართველოსაა შედარებული, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ხიდაშელი „ფეისბუკზე“ „ქართული ოცნების“ მომზადებულ ვიდეორგოლს აზიარებს და წერს:

„ვინც ჯერ არ იცით, ოცნების საარჩევნო კლიპია ეს. ამორალობის, უზნეობის, უგულობის, ნულოვანი სოლიდარობის დემონტრირება

რა გზავნილია ეს?

1. ნახეთ უკრაინაზე მაგრები ვართ?

2. ქვეყნის ხელისუფლებაზეა მთლიანად რომელი რეალობა გექნება? ანუ უკრაინის ბრალია რომ ეს სასტიკი ომი დაიწყო და ქოცები აგვარიდებენ?

3. რუსეთი არაფერ შუაშია? ….

ვისაც ამგვარ უზნეობაზე გული არ გერევათ ძალიან გთხოვთ ჩემი სტატუსების კითხვით ნუ დაიტანჯებითმ უბრალოდ წამშალეთ და ქუჩაში რომ შემხვდებით არ მომესალმოთ“. – წერს თინა ხიდაშელი.

ვინც ჯერ არ იცით, ოცნების საარჩევნო კლიპია ეს. ამორალობის, უზნეობის, უგულობის, ნულოვანი სოლიდარობის დემონტრირება 🙁 რა…

Posted by Tinatin Khidasheli on Thursday 26 September 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g