კორონავირუსით ინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეს თვითმფრინავში ჩაჯდომა სურდა. რეგისტრაციის გავლის დროს, აეროპორტის თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მოქალაქე დააკავეს.
32 წლის მამაკაცი მალტაში აპირებდა გამგზავრებას. შემოწმებისას კი საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსზე ტესტირების დადებითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი აღმოუჩინეს.
მამაკაცი პოლიციელებმა საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს. მის წინააღმდეგ თავდასხმის მცდელობის ბრალდებით დაწყებულია გამოძიება.