LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამის ცნობილმა აეროპორტმა 20 ღორი დაასაქმა

128
ipiccy-image

ამსტერდამის სხიპჰოლის საერთაშორისო აეროპორტმა 20 ღორი დაასაქმა. როგორც უცხოური მედია წერს, მიზეზი აეროპორტის ასაფრენ/დასაფრენ ზოლთან ახლოს ფრინველებთან ბრძოლაა.

სხიპჰოლის აეროპორტის მენეჯმენტში ამბობენ, რომ ფრინველები ფრენების უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან: მაგალითად, ერთ ბატსაც კი თვითმფრინავისთვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. დაქირავებული ღორები კი შეჭამენ აეროპორტის ტერიტორიასთან ახლოს არსებულ იმ საკვებს (შაქრის ჭარხლის ნარჩენებს), რომელიც ბატებსა და სხვა ფრინველებს იზიდავს.

აღსანიშნავია, რომ 20 ღორი აეროპორტის ასაფრენი ბილიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე 6 კვირა დარჩება.

ცნობისთვის, სხიპჰოლი (ნიდერლ. Luchthaven Schiphol) — ნიდერლანდების მთავარი აეროპორტია. მდებარეობს ქალაქ ამსტერდამიდან სამხრეთ-დასავლეთით 17,5 კილომეტრში. არაერთი ნიდერლანდური ავიაკომპანიის მთავარი ცენტრია (KLM, Arkefly, Corendon Dutch Airlines, Martinair, Transavia.com). აგრეთვე, წარმოადგენს აშშ-ის ავიაკომპანიის Delta Air Lines-ის ევროპულ ცენტრსა და Vueling Airlines-ის საყრდენ პუნქტს. დიდი ბრიტანეთის — ჰითროუს, გერმანიის — მაინის ფრანკფურტის, საფრანგეთის — პარიზი-შარლ-დე-გოლის აეროპორტებთან ერთად, სხიპჰოლი არის ევროპის მთავარი საჰაერო ჭიშკარი.

სხიპჰოლის ისტორია სათავეს XX საუკუნის 20-იან წლებში იღებს. იმ დროს აქ სამხედრო ბაზა და ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი მდებარეობდა. სამოქალაქო თვითმფრინავებმა აეროდრომის გამოყენება 1920 წლიდან დაიწყეს.

1951 წელს სხიპჰოლის სიახლოვეს გაიხსნა ავიასამშენებლო კომპანია Fokker.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g