LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამმა ტურისტებისთვის ახალი წესები გამოაქვეყნა

130
thumb_1024x663_amsterdam-roofs-11zon

ახალი წლის დასაწყისთან ერთად ქალაქში ახალი რეგულაციები ამოქმედდება, რათა ვიზიტორთა რაოდენობა მაქსიმალურად შემცირდეს. შეიზღუდება გასაქირავებელი სივრცეების რიცხვი, რათა ამ სივრცეების ათვისება სტუდენტებმა, მასწავლებლებმა თუ პოლიციის ოფიცრებმა შეძლონ. სიახლის შესახებ the Mayor წერს.

ამიერიდან, ტურისტული აპარტამენტების მაქსიმალური რიცხვი დაწესდება ყველა რაიონისთვის. ეს კი არსებულ სერვისს 30%-მდე შეამცირებს და განსაკუთრებული შეზღუდვა გავრცელდება ცენტრზე.

გარდა ამისა, ქალაქის გარეუბნებში გადაიტანენ სუვენირების მაღაზიებსაც. ქალაქის ცენტრში კი მათ ადგილს წიგნების მაღაზიები, სპორტ-დარბაზები და თუ სილამაზის სალონები განთავსდება.

მთავრობის მიზანია, რომ ქალაქის ცენტრი ადგილობრივებისთვის უფრო მიმზიდველი და კომფორტული გახადოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები