LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ან სანქცირებული მოსამართლეები დარჩებიან სისტემაში ან საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს“ – ანა ნაცვლიშვილი

179
ანა-ნაცვლიშვილი (1)

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით „საკითხი დგას შემდეგნაირად: ან სანქცირებული მოსამართლეები დარჩებიან სისტემაში ან საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს“.

მისივე თქმით, „დამოუკიდებელი სახელმწიფოს მისაღწევად აუცილებელია, კლანი სახლში წავიდეს და სრულყოფილი რეფორმა გატარდეს“. როგორც მან აღნიშნა, „სასამართლო კლანთან“ ბრძოლაში საზოგადოების ჩართულობა, აქტიურობა და მათ შორის პროტესტი, ძალიან მნიშვნელოვანი და ლეგიტიმური ინსტრუმენტია.

„დამოუკიდებელი სახელმწიფოს მისაღწევად აუცილებელია, კლანი სახლში წავიდეს და სრულყოფილი რეფორმა გატარდეს. ყველას გვესმის, რომ ეს დიდი ბრძოლის ნაწილია. ამ ბრძოლაში საზოგადოების ჩართულობა, აქტიურობა და მათ შორის, პროტესტი, ძალიან მნიშვნელოვანი და ლეგიტიმური ინსტრუმენტია. ამ ეტაპზე სანქცირებულ ადამიანებს ოდნავი პასუხისმგებლობა მაინც რომ ჰქონდეთ, თანამდებობიდან უნდა მიდიოდნენ. საკითხი დგას ასე – ან ეს ხალხი დარჩება სისტემაში ან საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. რა უფლება აქვს რამდენიმე მოსამართლეს, რომ სასამართლოში საკუთარ ყოფნას ქვეყნის უსაფრთხო მომავალი გადააყოლოს?!

იმისთვის, რომ კლანის დემონტაჟი მოხდეს, ბრძოლას, რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ისე, როგორც ბოლო 10 წლის განმავლობაში. დანარჩენს მომდევნო დღეებში იხილავს საზოგადოება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

mazda magti 5g