LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ბუჩუკური: იცით რომელიმე ქვეყანა, რომელსაც სტრატეგიულ მოკავშირედ ერთდროულად აშშ და ჩინეთი ჰყავდეს?!

142
fot (1)

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი ანა ბუჩუკური პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ჩინეთში და საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, როცა საუბარია სტრატეგიულ მოკავშირეობაზე, ეს საგარეო პოლიტიკის ცვლილებას ნიშნავს.

„ჩინეთი ძალიან დიდი ბაზარია და ეკონომიკური თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ჩვენს გუნდს ძალიან კარგად ესმის, მაგრამ ჩვენ ეკონომიკური თანამშრომლობა არ უნდა აგვერიოს სტრატეგიულ მოკავშირეობაში. მე ვნახე, სამწუხაროდ, მედიაში განცხადებები და სტრატეგიული მოკავშირეობაც იყო გაჟღერებული.

„მიმაჩნია, ეს კონკრეტული სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის.. გვახარებს, რომ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი“ - რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ჩინეთის პრეზიდენტმა 

„საქართველო დიდად აფასებს ჩინეთთან მეგობრობას. მადლობელი ვარ ჩვენი ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის“ - თქვა ღარიბაშვილმა.

საქართველოს ჰყავს სტრატეგიული მოკავშირეები, მათ შორის ეს ინსტიტუციურად, კონსტიტუციით არის გამყარებული.

ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები არიან დასავლეთში – ევროპა, აშშ. შესაბამისად, ჩინეთთან მიმართებით სტრატეგიულ მოკავშირეობაზე საუბარი წარმოუდგენელია. თქვენ იცით რომელიმე ქვეყანა, რომელსაც სტრატეგიულ მოკავშირედ ერთდროულად აშშ და ჩინეთი ჰყავდეს?! როცა სტრატეგიულ მოკავშირეობაზეა საუბარი, ეს საგარეო მიმართულებით პოლიტიკის ცვლილებაა. უკაცრავად, მაგრამ ეს ორგანო – პარლამენტი რისთვის არსებობს საერთოდ?!“ – განაცხადა ბუჩუკურმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ გამოცხადდება, რითაც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები