LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ანა დე არმასზე ახალგაზრდა იპოვა“ – 63 წლის რომ კრუზი 23 წლის მსახიობთან ერთად გამოიჭირეს

160
page

ტომ კრუზი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. მსახიობმა ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის ლონდონში, The Running Man-ის პრემიერაზე კოლეგებთან ერთად პოზირებს.

ერთ-ერთ კადრში 63 წლის მსახიობი ახალგაზრდა, შავგვრემან ბრიტანელ მსახიობთან, ემილია ჯონსთან ერთადაა წარმოდგენილი.

მედიაში მალევე ატყდა მითქმა-მოთქმა, თითქოს ტომს ახალი გულის სწორი ჰყავს. ცნობისთვის, გოგონა სულ რაღაც 23 წლისაა. ის ტომზე 40 წლით უმცროსია.

„ანა დე არმასზე ახალგაზრდა იპოვა“, „აბა რა ტომ, იგრიალე“, „ცოტა პატარა ხომ არაა შენთვის?“, – არ წყდება კომენტარები.

შეგახსენებთ, გასულ თვეს ტომ კრუზი და ანა დე არმასი რამდენიმეთვიანი რომანის შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ. როგორც გამოცემა The Sun-თან წყარომ აღნიშნა, „წყვილს შორის ნაპერწკალი ჩაქრა“. მათ მეგობრებად დარჩენა გადაწყვიტეს.

ტომ კრუზი და ანა დე არმასი რამდენიმეთვიანი რომანის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ – ცნობილია მიზეზი

დადასტურდა! – 63 წლის ტომ კრუზისა და 37 წლის ანა დე არმასის თავბრუდამხვევმა რომანმა იახტაზე გადაინაცვლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები